NDI: გამოკითხული მოსახლეობის 63% საქართველოსთვის საფრთხეს რუსეთიდან ხედავს

NDI-ს კითხვაზე, რომელი ქვეყანა წარმოადგენს ყველაზე დიდ საფრთხეს საქართველოსთვის, გამოკითხულთა 63 პროცენტი მიიჩნევს, რომ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.
გამოკითხულთა 15-მა პროცენტმა არ იცის, რომელი ქვეყანა წარმოადგენს საფრთხეს საქართველოსთვის.
გამოკითხულთა 8% მიიჩნევს, რომ საფრთხეს თურქეთი წარმოადგენს, ხოლო 5% საფრთხეს აშშ-ში ხედავს.
ამასთან, მოსახლეობის 33% თვლის, რომ რუსული სამხედრო აგრესია წარმოადგენს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს.
კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები