NDI: გამოკითხულთა 65% საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 65% საქართველოს ნატოში გაწევრიანების მომხრეა. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმეტესობისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის გაცხადებული პოზიცია, საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე. ამასთან, ეს პოზიცია არ არის მისაღები გამოკითხულთა 20%-სთვის. 15%-ს კი პოზიცია ამ საკითხზე არ აქვს.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი +/-2,2%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები