NDI: მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა

“მოსახლეობის 52% ეთანხმება მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით, საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა”, – ამის შესახებ ნათქვამია NDI-ს კვლევის დოკუმენტში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა.
“ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევა აპრილში ჩატარდა.
დოკუმენტის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 43% მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა, არ ეთანხმება.
გამოკითხულთა 5% აცხადებს, რომ აღნიშნული არ იცის.
ამასთან, კვლევის თანახმად, გამოკითხული მოსახლეობის 30% მიიჩნევს, რომ საქართველოს მოსახლეობის უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ აშშ უზრუნველყოფს.
კითხვაზე, რომელი ქვეყანა უზრუნველყოფს საქართველოს უსაფრთხოებას ყველაზე უკეთ, NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობის 17% აცხადებს, რომ არ იცის, 16 % აცხადებს, რომ საქართველო, 13% აცხადებს, რომ რუსეთი უზრუნველყოფს, ხოლო 13% აცხადებს, რომ საქართველოს უსაფრთხოებას არც ერთი ქვეყანა არ უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 20 მარტი-4 აპრილის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2 194 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე.
NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. გამოკითხვას CRRC-საქართველო ატარებს.
საშუალო ცდომილების ზღვარი 2-3%-ია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები