”საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორი – ირაკლი თოდუა გარდაიცვალა

42 წლის ასაკში, ჟურნალისტი, გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორი ირაკლი თოდუა, მოულოდნელად გარდაიცვალა. ამის შესახებ ირაკლი თოდუას მეგობრები და კოლეგები სოციალურ ქსელში წერენ.

,,ღმერთო, შოკია, სრულიად ჯანმრთელი და ახალგაზრდა ადამიანი მოულოდნელად რომ გარდაიცვლება. ჟურნალისტი და გაზეთ ,,საქართველო და მსოფლიოს” რედაქტორი ირაკლი თოდუა მოულოდნელად გარდაიცვალა. რა სამწუხაროა!“ – წერს ჟურნალისტი ეკა სეხნიაშვილი ფეისბუქის პირად გვერდზე.

მედიაჰოლდინგი „კვირა“ მწუხარებას გამოთქვამს ირაკლი თოდუას გარდაცვალების გამო და სამძიმარს უცხადებს მის ოჯახს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები