ბათუმში, ამწედან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამოვარდა

ბათუმში, მშენებარე კორპუსის ამწედან 25 წლამდე ასაკის მამაკაცი ჩამოვარდა და დაშავდა. შემთხვევა, 26 მაისის ქუჩის 45 ნომერში მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა შემთხვევის შედეგად, ხელი დაიზიანა. დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც „კვირას“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 240 -ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას, უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები