გია ვოლსკი: პრეზიდენტის მხრიდან, ჩვენი მიმართულებით, ეჟოვის ხსენება პოლიტიკური სიბეცეა

“ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არამხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად, პოლიტიკური სიბეცეა“,-ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის მხრიდან ასეთი რამის გაჟღერება მავნებლურია.

“იმ დონის ინსტიტუტიდან, როგორიც არის პრეზიდენტის ინსტიტუცია, ამის გაჟღერება არის მავნებლური. ჩვენთან მიმართებით ეჟოვის ხსენება არამხოლოდ არაკორექტულია, არამედ გარკვეულწილად, პოლიტიკური სიბეცეა, როგორც ჩვენთან ურთიერთობის თვალსაზრისით, ასევე საერთაშორისო დონეზეც”,-განაცხადა ვიცე-სპიკერმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა, პატიმრების შეწყალების საკითხთან დაკავშირებით, კრიტიკის ტალღას აჭარის ტელევიზიის ეთერში უპასუხა და განაცხადა, რომ პროპაგანდისტულმა შავმა პიარმა ქვეყანა ნულოვანი ტოლერანტობის მდგომარეობაში არ უნდა დააბრუნოს. მისივე თქმით, საზოგადოებამ იხილა პირდაპირი პროპაგანდისტული ომი “შპარგალკებით“, ეჟოვის ლექსიკით.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტში ანგარიშით 2 მაისს წარსდგება. რაც შეეხება პრეზიდენტის გამოსვლის ფორმატს და იქნება თუ არა დებატები, ეს საკითხი ჯერჯერობით გადაწყვეტილი არ არის.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები