ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა, საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ, რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს

ლატვია მხარს უჭერს საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგს და საქართველოს ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ლატვიის გამოცდილების გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ ეს საუკეთესო გზაა ქვეყნის შემდგომი განვითარებისა და მშვიდობის მშენებლობისათვის”, – ამის შესახებ ლატვიის სახელმწიფო მდივანმა ანდრეი პილდეგოვიჩმა გაერო-ში საქართველოს მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ღონისძიებაზე, რომელიც ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მდგომარეობას ეხებოდა, ლატვიის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერა. ღონისძიების მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა, აუდრა პლეპიტემ, რომელმაც საქართველოსა და ლიტვის მჭიდრო პარტნიორობაზე ისაუბრა.

„ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ხელისუფლების მცდელობებს, რომელიც მიმართულია ხალხთა დაახლოების და ხალხთაშორისი კონტაქტების გამყარებისკენ, უფრო მეტი ეკონომიკური კავშირების აგებისა და რაც ყველაზე მთავარია – განათლების ხელმისაწვდომობისკენ, რაც მნიშვნელოვანია ნდობის აღდგენის პროცესისთვის”, – განაცხადა გაერო-ში ლიტვის მუდმივმა წარმომადგენლმა. ლატვიისა და ლიტვის წარმომადგენლებმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის ქმედებები დაგმეს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრის ფარგლებში, საქართველოს მიერ ორგანიზებული პარალელური ღონისძიება “ადამიანის უფლებების პატივისცემა მდგრადი მშვიდობისთვის” გაიმართა, რომელის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდა საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი. მიხეილ ჯანელიძემ ყურადღება გაამახვილა იმ მძიმე ვითარებაზე, რასაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში იწვევს საოკუპაციო ძალის მხრიდან ადამიანის უფლებების უხეში ხელყოფის ფაქტები და საერთაშორისო თანამეგობრობისათვის ამ ტერიტორიების იზოლაცია. აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, მიხეილ ჯანელიძემ მონაწილეობა მიიღო გაეროს გენერალური ასამბლეის მაღალი დონის შეხვედრაში „High level meeting on peacebuilding and sustaining peace” და სიტყვით მიმართა ღონისძიების მონაწილეებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები