ემზარ კვიციანი: რუსული არხებისთვის მიცემულ ინტერვიუებში მათივე მოთხოვნით ვიტყუებოდი

ტელეკომპანია “კავკასიის” ეთერში გადაცემა “დეტალებში” საქართველოს პარლამენტის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წარმომადგენელმა, ემზარ კვიციანმა 2006 წელს კოდორში განვითარებულ მოვლენებზე კიდევ ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ მაშინ მიხეილ სააკაშვილის და რუსეთის ხელისუფლება შეთანხმებულად მოქმედებდნენ.

მისივე თქმით, რუსული არხებისთვის მიცემულ ინტერვიუებში მათივე მოთხოვნით იტყუებოდა, როდესაც კოდორის ოპერაციაში ამერიკელების და ზანგების მონაწილეობაზე საუბრობდა. როგორც მან განმარტა, ასე იმიტომ მოიქცა, რომ რუსეთს მისი ოჯახი ჰყავდა მძევლად.

“ყველა კითხვას გავეცი პასუხი, რატომ აღმოჩნდა ჩემი ოჯახი სააკაშვილის და მაშინდელი ხელისუფლების დავალებით რუსეთში. რატომ წამიყვანეს მე რუსეთის სპეცსამსახურებმა კოდორიდან და რატომ გაუმართეს ამაში ხელი სააკაშვილს, ანუ ეს იყო წინასწარი მოლაპარაკება. მე ოჯახი მყავდა გადასარჩენი, რუსეთს რომ საქართველოში გამოვეშვი, კოდორის ჩაბარებას მე დამაბრალებდნენ. თუმცა იქ ერთი თანხმობა რომ მეთქვა და ხელი მომეწერა, იმ დღესვე შევიდოდნენ ხეობაში და მართლაც მე დამბრალდებოდა ყველაფერი. ამას არა, მაგრამ ტყუილ განცხადებებს დავთანხმდი. არჩევანის წინაშე ვიყავი, კოდორის ოპერაციაში ამერიკელების და “ზანგების” მონაწილეობაზე ვსაუბრობდი. იმ განცხადებებით მე არაფერი ვავნე ჩემს სამშობლოს, ვავნე მხოლოდ ჩემს თავს, მე წავედი თვითლიკვიდაციაზე, ჩემთვის მთავარი იყო იქიდან ჩემი ოჯახი წამომეყვანა, ბევრად უკეთესად მოგვექცა რუსეთი, ვიდრე ჩემი ქვეყნის ხელისუფლება, სააკაშვილმა ჯერ ეს პროვოკაცია მომიწყო და შემდეგ მთელი სანათესაო ციხეში ჩამისვა”, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები