ჯეიმს აპატურაი: მხარს დავუჭერთ ყველა ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს ტატუნაშვილის საქმის სრულყოფილ გამოძიებას

სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ისინი მხარს დაუჭერენ ყველა ღონისძიებას, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის საქმის სრულყოფილ გამოძიებას უზრუნველყოფს.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ გაიგოს თუ რა მოხდა ზუსტად.
„კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს და ქართველ ხალხს. პირველად თქვენგან გავიგე, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ორგანოების გარეშე გადაეცა. ახლა მნიშვნელოვანია, სრულყოფილი და საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდეს და გავიგოთ, ზუსტად რა მოხდა. ეს არ იქნება მარტივი. ჩვენ მხარს დავუჭერთ ყველა ღონისძიებას, რომელიც უზრუნველყოფს მომხდარის სრულყოფილ გამოძიებას, ტატუნაშვილისა და მისი ოჯახის ღირსების დაცვას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.
შეგახსენებთ, რომ ადვოკატის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს ცხედარი შინაგანი ორგანოების გარეშე გადმოეცა. როგორც ადვოკატმა აღნიშნა, საქართველოს ხელისუფლებამ ყველა საერთაშორისო ფორმატში უნდა დააყენოს არჩილ ტატუნაშვილის შინაგანი ორგანოების გადმოცემის საკითხი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები