ირაკლი სესიაშვილი: “პატრიოტთა ალიანსს” არჩევნებში იმ ხალხის მხარდაჭერის მიღება სურს, ვინც მათსავით ფიქრობს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი სესიაშვილი მოსკოვში „პატრიოტთა ალიანსის” ფრაქციის თავმჯდომარის, გიორგი ლომიას ვიზიტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამ პოლიტიკურ ძალას არჩევნებში იმ ხალხის მხარდაჭერის მიღება სურს, ვინც მათსავით ფიქრობს.
როგორც სესიაშვილი აცხადებს, მისთვის მოსკოვში ვოიაჟები მიუღებელია.
„მოსკოვში ვოიაჟები მიუღებელია მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით. მე შეიძლება არ მომწონდეს, რომ ქართველი პოლიტიკოსები მოსკოვში დადიან მაშინ, როდესაც ჩემი ტერიტორიები ოკუპირებულია და რუსეთმა წლების მანძილზე ჯარისკაცები და მოქალაქეები დაგვიხოცა. თუმცა ესეც პოლიტიკის ნაწილია. ეს პოლიტიკური ძალა თვლის, რომ აქვს ხედვა ჩრდილოეთისკენ. არგუმენტად რუსეთთან საუბარი მოაქვთ. ალბათ, ევროპამ და ამერიკამ არ იციან საუბარი და იცის „პატრიოტთა ალიანსმა”. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც სურს, რომ არჩევნებში იმ ხალხის მხარდაჭერა მიიღოს, ვინც მათსავით ფიქრობს. “,- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები