გედევან ფოფხაძე: დღეს ვარ უმრავლესობის წევრი, რომ მიმაჩნდეს, უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი

“დღეს ვარ უმრავლესობის წევრი, რომ მიმაჩნდეს, უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ უმრავლესობიდან შესაძლო გასვლის კომენტირებისას.
ფოფხაძე განმარტავს, რომ უმრავლესობის სხდომა უნდა ჩატარდეს და პოლიტიკურ გეგმებზე დაზუსტებით ამის შემდეგ ილაპარაკებს.
“დღეს ვარ უმრავლესობის წევრი. უმრავლესობის სხდომა ბევრ რამეს გადაწყვეტს. როცა ვთქვი, რომ მიუღებელია იმ უმრავლესობაში ყოფნა, რომელიც ჩემს ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მოდის, რაც გავაპროტესტე, იმ საკითხზე უმრავლესობის პოზიცია ცალსახაა: მათ ნინია კაკაბაძის არჩევა თავიანთ გადაწყვეტილებად არ მიაჩნიათ. ვისაც არ მიუცია ხმა, იმათთან რა მაქვს საჩხუბარი და ვინც ხმა მისცა, იმ ხალხის უმრავლესობაც არ მისცემდა ხმას, რეალური განხილვა რომ ყოფილიყო. უფრო მეტად ის გავაპროტესტე, რომ ამ საკითხის განხილვა არ ყოფილა”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.
შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობაში სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით აზრთასხვადასხვაობაა, მათ შორის გააქტიურებულია საუბრები შიდაპარტიულ დისციპლინაზე. ამ თემებზე დისკუსია კი მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ თანაგუნდელები ნინია კაკაბაძის მხარდაჭერის გამო გააკრიტიკა. მაშინ ფოფხაძემ ისიც თქვა, რომ უმრავლესობას დატოვებდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები