ქუთაისის პრესის სახლი არ გასხვისდება

   ქუთაისის პრესის სახლის გასხვისებაზე გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო უარყოფს. “რამდენადაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს იგეგმება ქალაქ ქუთაისში, რუსთაველის 37ა-ში მდებარე შენობის (ქუთაისის პრესის სახლი) გასხვისება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ.
ვაცხადებთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება, შენობა რჩება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მართვაში, მისი გასხვისების საკითხი არ დასმულა და რუსთაველის 37ა-ში მდებარე მედიაკომპანიების (მათ შორისაა ადგილობრივი ტელევიზიებისა და რამდენიმე ქართული გაზეთის ბიუროები) საქმიანობას არანაირი ხელისშეშლა არ ემუქრება”, – აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები