„აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა”

აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა -ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ „პატრიოტთა ალიანსის“ წევრის ემზარ კვიციანის კანონპროექტის საკომიტეტო განხილვაზე განაცხადა.
კვიციანი პარლამენტს სთავაზობს საკანონმდებლო პროექტს, რომლის მიხედვით, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი უნდა გახდეს.
„მე, როგორც მართლმადიდებელი, ამ მიმართულებითაც ვამახვილებ ყურადღებას. აღმაშფოთა ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა, როდესაც მართლმადიდებლური სიწმინდეების გამოხატვა არასათანადო ფორმით მოხდა. ეს ნამდვილად იყო ძალიან ბევრი ადამიანის აღშფოთების მიზეზი, აბსოლუტურად ვიზიარებ ამ აღშფოთებას და ვუერთდები მათ. ამავდროულად, ვამაყობთ იმით, რომ საუკუნეების მანძილზე ჩვენი ქვეყანა იყო ტოლერანტობის, პატივისცემის და სიყვარულის მაგალითი. ძალიან ბევრი სარწმუნოება გვერდი-გვერდ, დიდი სიყვარულით და პატივისცემით თანაარსებობდნენ. ამის უამრავი მაგალითია ჩვენი განვლილი ისტორიის მანძილზე. არ რჩება ადგილი და დაუშვებელია ერთმანეთისთვის შეურაცხყოფის მიყენება ისეთ საკითხთან დაკავშირებით, რასაც ჰქვია რელიგია. მხარს ვუჭერ, რომ რაღაც ფორმით უნდა მოხდეს დარეგულირება, რათა ადამიანებმა ერთმანეთს შეურაცხყოფა არ მიაყენონ და ეს იყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული“, – განაცხადა სოფიო კილაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები