გედევან ფოფხაძე: ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებზე, რაც გვაერთიანებს

რომ მიმაჩნდეს, უმრავლესობიდან უნდა გავიდე, აქამდე გავიდოდი, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას “ქართული ოცნების” დეპუტატმა გედევან ფოფხაძემ განუცხადა.მისი თქმით, უმრავლესობის მიზანია ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებზე მოხდეს შეთანხმება.
“მე უმრავლესობის სხდომას ველოდები. უმრავლესობის სხდომაზე რაღაც საკითხებზე ჩამოვყალიბდებით და ერთმანეთთან უფრო გულწრფელი და ღია ვიქნებით. არ მგონია, რომ უმრავლესობის შეხვედრის წინ ემოციური ფონის შექმნა გამართლებული იყოს. ზედმეტი მსჯელობა, ვიდრე უმრავლესობა შეიკრიბება, ამ შეკრებას დააზარალებს. ჩვენი მიზანი ერთმანეთთან კინკლაობა არ არის. ჩვენი მიზანია, შევთანხმდეთ ძირითად ფუნდამენტურ პრინციპებზე, რაც გვაერთიანებს. შევთანხმდეთ, როგორ დავიცვათ ეს პრინციპები, რაც გუნდს აძლიერებს. თუკი ჩვენ ამ ყველაფერს დავიცავთ გაწერილი პროცედურებით და წესებზე შევთანხმდებით, ეს გუნდისთვის კიდევ უფრო სასარგებლო იქნება”, – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები