ლინას ლინკევიჩუსი: საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას ლიტვაში ვიზიტს Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება:
“საქართველოს ვიცე-პრემიერსა და შინაგან საქმეთა მინისტრს, გიორგი გახარიას შევხვდი. განვიხილეთ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის ამოქმედებიდან 1 წელი. საქართველოს შეუძლია ჰქონდეს ლიტვის მხარდაჭერის იმედი ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოს მოქალაქეების გადაადგილებისა და მიგრაციისათვის შესაფერისი, უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის პროცესში”,- წერს ლინას ლინკევიჩიუსი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები