SOFA – ევროპული კინოს აგენტების ტრენინგი გაიმართება
23-27 აპრილს, თბილისში კინოაგენტების სკოლის (School of Film Agents) დასკვნითი ვორკშოპი ჩატარდება.
ეროვნული კინოცეტრის ინფორმაციით, შერჩეული მონაწილეები წარმოადგენენ კინო ბიზნესპროექტებს და რამდენიმე დღე იმუშავებენ საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. პროფესიული ვორკშოფის მიზანია, ახალგაზრდა და ძლიერი პოტენციალის კინოაგენტების მომზადება.
თბილისში SOFA-ს საერთაშორისო კვირეულისთვის შერჩეული მონაწილეები, ერთის მხრივ, განავითარებენ და გაამყარებენ საკუთარ პროექტებს და მეორეს მხრივ, უფრო ახლოს გაიცნობენ ქართულ კინოინდუსტრიას.
დაგეგმილია პრეზენტაციების და „მრგვალი მაგიდის“ ფორმატი. 8 მაღალკვალიფიციურ ექსპერტს შორისაა ქართველი მენტორი – თამარ ტატიშვილი, რომელიც ევრიმაჟის და EFP-ის წარმომადგენელია საქართველოში. ვორკშოფში მონაწილეობენ მომავალი კინოაგენტები ევროპიდან და საქართველოდან.
პროექტის ხელმძღვანელია ბერლინალეს კინოფესტივალის დელეგატი და საქართველოს ტერიტორიის კურატორი – ნიკოლაი ნიკიტინი.
გარდა ტრენინგისა, SOFA-ს კვირეულის ფარგლებში ჩატარდება სამი ღია ღონისძიება:
25 აპრილი, 14:30 – კულტურისა და სპორტის სამინისტრო – სონია ჰაინენის – EFP-ის (European Film Promotion) დირექტორის საჯარო პრეზენტაცია. საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ამ ორგანიზაციის წევრია 2011 წლიდან და მონაწილეობს მის სხვადასხვა აქტივობაში, მაგალითად: Shooting Star – ირაკლი კვირიკაძის მონაწილეობა, Female Voices in cinema Sydney Film Festival – რუსუდან გლურჯიძის მონაწილეობა და სხვა საერთაშორისო პროგრამები.
24 აპრილი, 19:00 – საქართველოს კინოაკადემიის დარბაზი (ძმები კაკაბაძეების ქუჩა #2) – ალექსეი გერმანის გახმაურებული ფილმის – „დოვლატოვის” ჩვენება და შეხვედრა ფილმის პროდიუსერთან – არტემ ვასილევთან. კითხვა-პასუხს მოდერაციას გაუწევს ქართველი მწერალი და დრამატურგი – ლაშა ბუღაძე. ფილმი განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს არამხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპაშიც. „დოვლატოვი” ბოლო ბერლინალეს პრიზიორია.
26 აპრილს, 14:30 – გოეთეს ინსტიტუტი – კეტრიელ შორის – ისრაელის კინოცენტრის დირექტორის ღია ლექცია მცირებიუჯეტიანი წარმოების სპეციფიკის შესახებ.

პროექტს SOFA ერთობლივად ახორციელებენ კომპანია Film Plus (გერმანია), დემოკრატიული ცვლილებების ინსტიტუტი და Takes Film (საქართველო).
პროექტის მხარდამჭერები: საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, საქართველოს ეროვნული კინოცენტრი, ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში” პროგრამა „გადაიღე საქართველოში”და ევროკავშირის პროგრამა – “შემოქმედებითი ევროპა”.
პროექტის პარტნორები არიან: პოლონეთის კინოინსტიტუტი, ვარშავის კინოკომისია, კარლოვი ვარის კინოფესტივალი, გოეთეს ინსტიტუტი და ისრაელის კინოფონდი.
მონაწილეობის მსურველებისთვის უკვე დაწყებულია ახალი აპლიკაციების მიღება SOFA-ს მე-6 გამოშვებისთვის. კინოთი დაინტერესებულ კულტურის მენეჯერებს აქვთ შესაძლებლობა მონაწილეობა მიიღონ აგვისტოში – ვარშავაში გამართულ სესიაზე და 2019 წელს თბილისში გამართულ ვორკშოფზე.