ზვიად ბოლქვაძესთან და აფხაზეთის კაპელასთან ერთად ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართება

21 აპრილს, 20:00 საათზე,  ,,ქარვასლაში” ქართული უკვდავი სიმღერები – ზვიად ბოლქვაძის საგუნდო ინტერპრეტაციებით შესრულდება.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, კონცერტი თბილისის საგუნდო მუსიკის VIII საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში გაიმართება.
მონაწილეობენ: გურამ ყურაშვილის სახელობის აფხაზეთის საგუნდო კაპელა (დირიჟორი ზვიად ბოლქვაძე), ნატო მეტონიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნუკრი კაპანაძე, გიორგი სუხიტაშვილი, ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, ოთო ნემსაძე, ნოდიკო ტატიშვილი.

დასწრება თავისუფალია.
მის: სიონის ქ.7.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები