„როცა ქვეყანა დიდია…” – თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი პრემიერას უმასპინძლებს

19, 25, 29 აპრილს, 20:00 საათზე, თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრში პრემიერაა – სპექტაკლი „როცა ქვეყანა დიდია…” იქნება წარმოდგენილი.
თეატრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ტანგო/ქორეოდრამა სპექტაკლი მაყურებელს ტანგოს ენით უყვება ამბავს პროვინციიდან დიდ ქალაქში ჩასული გოგონას შესახებ, რომელიც მისთვის მოულოდნელად, ერთდროულად ეჯახება ცხოვრების მრავალმხრივ ხიფათს – პირველ სიყვარულს და იმედგაცრუებას, მეგობრობას, მტრობას, უცხო გარემოში თავისდამკვიდრებას და წარმატებისთვის ბრძოლას…ამბავი, რომელიც გახსენებს, რომ ყოველდღიურად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების, არჩევანის წინაშე დგახარ დაგაფიქრებს – რა არის ადამიანისთვის ბედნიერება?…
დამდგმელი ქორეოგრაფი – კობა შონია; რეჟიორი – ირაკლი გურგენიძე, კობა შონია; ქორეოგრაფი – მარიამ ჭარხალაძე; მხატვარი – შოთა გლურჯიძე; ტექნიკური რეჟისორი – ელა კაზარიანი.
მონაწილეობენ: ეკა ანდრონიკაშვილი, ქეთი ასათიანი/ანა ნიკოლაშვილი, რუსუდან ბოლქვაძე, ანა-მარია გურგენიშვილი, ირაკლი გურგენიძე, ვანო დუგლაძე, ნანუკა კუპატაძე, ცოტნე მეტონიძე, თემო ნატროშვილი, თორნიკე ქუთათელაძე, კობა შონია, ნინო ჩხეიძე, ნინელი ჭანკვეტაძე, ბექა ჯუმუტია.
წარმოდგენის შემდეგ სპექტაკლზე მისული მაყურებლისთვის თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის მაყურებელთა ფოიეში გაიმართება არგენტინული სოციალური ტანგოს საღამო – მილონგა. მაყურებელს საშუალება მიეცემა, სასიამოვნო გარემოში მოუსმინოს სხვადასხვა სტილის ტანგო მუსიკას, თვალი ადევნოს პროფესიონალი წყვილების საჩვენებელ შესრულებას და ტანგოს მოყვარულ საზოგადოებასთან ერთად თავადაც ისიამოვნოს ცეკვით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები