დავით ნარმანია მთაწმინდელებს ისტორიული შენობების იერსახის შენარჩუნებას ჰპირდება

   კოალიცია „ქართული ოცნების“ კანდიდატმა, დავით ნარმანიამ წინასაარჩევნო პროგრამა დღეს მთაწმინდის რაიონის მოსახლეობას გააცნო. დავით ნარმანიამ მთაწმინდელების პრობლემები დღეს სტელას ბაღში მოისმინა და დაზიანებული შენობები მათთან ერთად დაათვალიერა. დავით ნარმანია მთაწმინდის, თაბუკაშვილის ქუჩის და ფიქრის გორის მოსახლეობასაც შეხვდა.
მოსახლეობა ძირითად პრობლემებად ავარიულ სახლებს, მათ შორის ისტორიულ შენობა-ნაგებობებს ასახელებს და აცხადებს, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე მაღალსართულიანი კორპუსების მშენებლობამ, ავარიული სახლების მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა. მათივე თქმით, აუცილებელია გზის საფარის, სადარბაზოებისა და სახურავების მოწესრიგება.
დავით ნარმანიას თქმით, წინასაარჩენო პროგრამაში ჩადებულია სპეციალური პუნქტები, რომლის მიხედვით, ისტორიული უბნის რეაბილიტაცია მოხდება ისე, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები შენარჩუნდება.
მთაწმინდის რაიონის კიდევ ერთი პრობლემა საცობებია, რომლის მოსაგვარებლად, დავით ნარმანიას თქმით, შესაბამისი პროექტებია შემუშავებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები