ლარი კვლავ გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0120 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4292 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4172 ლარი ღირდა.

0.0163 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 3.0049 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9886 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები