ზურაბ გვასალია: ფინანსთა სამინისტროში შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა ჭარბვალიანობის აღმოფხვრა იყო

„დღევანდელი შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი იყო თავისი შინაარსიდან გამომდინარე და საკმაოდ საქმიანი ურთიერთობა ჩამოყალიბდა ამ მიმართულებით სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, ფინანსთა სამინისტროსა და საბანკო სექტორს, – აღნიშნა საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტმა, ზურაბ გვასალიამ ფინანსთა მინისტრსა და კომერციული ბანკების ხელმძღვანელთა შორის გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას, რომელმაც საშუალო და მცირე ბიზნესის განვითარებას უნდა შეუწყოს ხელი.

„საუბარი შეეხო ჭარბვალიანობის პრობლემას, რომელიც ქვეყანაში ასევე სეროზულ პრობლემად შეიძლება ჩამოყალიბდეს და უკვე მიიღო ის მასშტაბები, როცა სახელმწიფომ ამას ყურადღება უნდა მიაქციოს და ბუნებრივია, საბანკო სექტორი აქტიურად იქნება ჩართული ამ პრობლემის მოსაგვარებლად. ჩვენს ინტერესებშიც შედის, რა თქმა უნდა ის, რომ დროულად იქნას გამოვლენილი ის პარამეტრები, როგორ შეიძლება ამას მიხედოს საბანკო სექტორმა  და სახელმწიფომ ერთობლივად. ჩვენი შემდგომი ურთიერთობები აუცილებლად გაგრძელდება იმ პროექტის ფარგლებში, რომელზედაც არაერთხელ იყო საუბარი და ძირითად პარამეტრებს, დეტალებს შემდგომში გაიგებს მოსახლეობა“, – განაცხადა ზურაბ გვასალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები