ბექა ნაცვლიშვილი: ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ძალიან კარგია

ფრაქცია „ქართული ოცნება – სოციალ დემოკრატების“ თავმჯდომარის მოადგილე, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა ნაცვლიშვილი, სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრ მამუკა ბახტაძის ინიციატივას დადებითად აფასებს.
როგორც ნაცვლიშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ბანკები, რეალური ეკონომიკის დაფინანსებაში ნაკლებად მონაწილეობენ და სამომხმარებლო სესხების წილი ბევრად დიდია, ვიდრე ბიზნესზე გაცემული სესხები.
„ფინანსთა მინისტრის ინიციატივა ძალიან კარგია, გამომდინარე იქიდან, რომ დღევანდელ ვითარებაში მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის საბანკო კრედიტებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული აქვთ, რადგან სხვა ადგილი, საიდანაც ისინი ფულს მიიღებენ, არ არსებობს, ალტერნატივის გარეშე არიან და, შესაბამისად, ერთადერთი ინსტიტუცია არის ბანკი“, – განაცხადა ბექა ნაცვლიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას იწყებს, რაც დამწყები ბიზნესმენებისთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას და ბანკებთან შუამდგომლობას გულისხმობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები