თვითნასწავლი მხატვრის – ანრი გამცემლიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება

17 აპრილს, 18:00 საატზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში  თვითნასწავლი მხატვრის ანრი გამცემლიძის პერსონალური გამოფენა გაიხსნება.
როგორც „კვირას“ ფოლკლორის ცენტრში განუცხადეს, გამოიფინება მხატვრის მიერ ბოლო წლებში შესრულებული სამოცდახუთი ფერწერული ტილო.
ანრი გამცემლიძე პროფესიით ვეტექიმია. მისი ნამუშევრები გამოირჩევა საინტერესო ხედვითა და შესრულების ორიგინალური მანერით. გაჯერებულია ზომიერად შეზავებული მსუყე და კოლორიტული ფერებით.
მხატვარი ხშირად მონაწილეობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის გამოფენებში.
გამოფენა 20 აპრილს დაიხურება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები