მერსედეს ვერა მარტინი: საქართველო 43 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს

გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, საქართველო სავალუტო ფონდისგან 43 მილიონ დოლარს მიიღებს”, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა მერსედეს ვერა მარტინმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
“მეორე მიმოხილვის, გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად ვაცხადებთ, რომ შეთანხმება მიღწეულია”, – განაცხადა მან.
ვერა მარტინის განცხადებით, მეორე მიმოხილვა 2017 წლის დეკემბერში ჩატარდა და საბჭო ამ საქმეს 2018 წლის ივნისში განიხილავს.
„პროგრამის ფუნქციონირება არის დამაკმაყოფილებელი, რაოდენობრივი მაჩვენებლები 2017 წლის ბოლოსთვის შესრულებული იყო რეფორმის ფარგლებში. კარგად მიმდინარეობს სტრუქტურული მაჩვენებლები, რომლებიც ხორციელდებოდა 2017 წლის ბოლოსთვის. 2017 წელს ზრდა იმაზე უფრო მაღალი იყო, ვიდრე პროგრამის დასაწყისში იყო განსაზღვრული პროგნოზის სახით და მნიშვნელოვანი შემცირება არის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში“, – განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.
მერსედეს ვერა მარტინის თქმით, ექსპორტიდან და ტურიზმიდან შემოსავლები გაზრდილია, ასევე მატებაა ფულადი გზავნილების კუთხით.
„საშუალო ვადიან პერიოდში მდგრადი იქნება საქართველოს ეკონომიკური რეფორმები, რაც მხარს დაუჭერს უფრო მაღალ და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რითაც გაძლიერდება კერძო ინვესტიციები და კონკურენტუნარიანობა.
ჩვენ ველით, რომ ფისკალური პროგრამები განხორციელდება და გაგრძელდება. მივესალმებით ხელისუფლების პროგრამას, რომ გაძლიერდეს ფისკალური ჩარჩოს სისტემა, ასევე შემოსავლების ადმინისტრირება და ფისკალური რისკების კონტროლი. მონეტარული სიტუაცია ადეკვატურია და ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველოს გაცვლითი კურსი მნიშვნელოვანი და კრიტიკულია იმისათვის, რომ ეკონომიკა გარე შოკებისგან დაიცვას. მცურავ კურსზეა საუბარი და ჩვენ მხარს ვუჭერთ ფინანსურ მდგრადობას, მომხმარებელთა ინტერესების დაცვას, მოწყვლადი მოსახლეობის დაცვას.
შესაბამისი ინსტრუქციების გაიწერება პასუხისმგებლიანი დაკრედიტების კუთხით, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის იქნება ეს მნიშვნელოვანი, რომ სწორი მიმართულებით წავიდეს რისკის მართვა და დოლარიზაციის დონე შემცირდეს საქართველოში“,- განცხადა მერსედეს ვერა მარტინმა.
მისივე თქმით, პოზიტიური განვითარება იძლევა იმის საშუალებას, რომ სტრუქტურული რეფორმები განხორციელდეს, რაც აუცილებელია ძლიერი და უფრო ინკლუზიური ზრდისთვის.
„განგრძობითი რეფორმების განხორციელება აუცილებელი და გადამწყვეტი იქნება კერძო სექტორის განვითარებისთვის, შემოსავლების ზრდისთვის და სიღარიბის დაძლევისთვის. პრიორიტეტები გულისხმობს ინვესტიციების გაძლიერებას, ბიზნეს გარემოს და მმართველობის სიტემის გაუმჯობესებას, განათლების სიტემის რეფორმას. მინდა მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას და კერძო სექტორს კონსტრუქციული დიალოგისთვის“,- განაცხადა სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები