ფედერიკა მოგერინი: არ ველი ევროკავშირისგან ახალ სანქციებს ირანის წინააღმდეგ

ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ის დღეს არ მოელის, რომ მოხდეს ირანის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესება, ევროკავშირის სხდომაზე.
მან ასევე განაცხადა, რომ ირანთან არსებულ შეთანხმებას, ბირთვულ იარაღთან დაკავშირებით, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ევროკავშირისთვის.
როგორც ცნობილია, ირანმა ბირთვული იარაღის შესახებ შეთანხმებას 2015 წელს მოაწერა ხელი მსოფლიოს ექვს ლიდერ ქვეყანასთან, რის ფარგლებშიც შემუშავებულ იქნა მომავალში განსახორციელებელი მოქმედებების გეგმა. შეთანხმებაში ჩადებული გეგმისა და პირობების შესრულების შედეგად, ირანს სანქციები მოეხნა. თუმცა, მას შემდეგ, აშშ-მა არაერთხელ მოითხოვა ირანთან არსებული ბირთვული შეთანხმების პირობების შეცვლა, რომელიც ამ ეტაპზე არ ხერხდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები