გოჩა ენუქიძე: მამუკა ბახტაძე საზოგადოებისთვის ყველაზე საჭირო თემას შეეხო

„ფინანსთა მინისტრის ღია პოზიცია, რომ დაგეგმილი რეფორმები საპარლამენტო უმრავლესობასთან და პარლამენტში ოპოზიციასთან განიხილოს, ამ რეფორმებს მეტ მხარდაჭერას მოუტანს” – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გოჩა ენუქიძე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის ინიციატივას, პარლამენტში მისვლასა და სასტარტო კაპიტალის რეფორმის დეპუტატებთან განხილვის შესახებ.
როგორც გოჩა ენუქიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, მამუკა ბახტაძე საზოგადოებისთვის ყველაზე საჭირო თემას შეეხო, რაც მისასალმებელია. მისივე თქმით, ახალი, უფრო სამართლიანი თამაშის წესები აუცილებელია და დროა, ბანკებმა უფრო ძლიერად დაუჭირონ მხარი ინკლუზიურ ეკონომიკას და სიღარიბის დაძლევას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები