ლევან გოგიჩაიშვილი: არ მახსენდება შემთხვევა, მინისტრი საკუთარი სურვილით მოდიოდეს პარლამენტში

საქართველოს ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის „იმედის კვირისთვის“ მიცემულ ინტერვიუს პარლამენტის წევრი ლევან გოგიჩაიშვილი ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ეხმაურება. როგორც ლევან გოგიჩაიშვილი აცხადებს, საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში, მას არ ახსენდება შემთხვევა, რომ მინისტრი საკუთარი სურვილით და ინიციატივით პარლამენტში მიდიოდეს.
„არ მახსენდება შემთხვევა საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში მინისტრი საკუთარი სურვილით და ინიციატივით მოდიოდეს პარლამენტში. მსგავსი ინიციატივისთვის პროცედურა რეგლამენტშიც კი არ არის გაწერილი. მომწონს მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილება. ბატონო მინისტრო, გელოდებით პარლამენტში“- წერს ლევან გოგიჩაიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები