ყვარელში ანსამბლ „ანჩისხატის” კონცერტი გაიმართება

 ფესტივალი „ბაღია ჩვენი ქვეყანა” Check in Georgia-ს ფარგლებში მიმდინარეობს. ფესტივალის ფარგლებში თბილისური ფოლკლორული ანსამბლები კონცერტებს მართავენ რეგიონებში.
როგორც „კვირას“ ორგანიზატორებმა აცნობეს, 22 აპრილს 16:00 საათზე, ყვარლის მუნიციპალიტეტის კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახალხო თეატრში მსმენელის წინაშე წარდგება ანსამბლი „ანჩისხატი”. კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ყვარლის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის წარმომადგენლობის სალოტბარო სკოლის მოსწავლეთა გუნდი.
ფესტივალი ხორციელდება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერითა და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის ორგანიზებით.
ფესტივალის ფარგლებში საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ექვსი თბილისური ანსამბლი ჩაატარებს კონცერტებს.

მონაწილეობენ ანსამბლები: „ადილეი“, „ანჩისხატი“, „დიდგორი“, „იალონი“, „ნანინა“, „შავნაბადა“.

კონცერტები გაიმართება მუნიციპალიტეტებში:
ზესტაფონი, კასპი, ყვარელი, ბორჯომი, მცხეთა, ბოლნისი, საჩხერე, დუშეთი, ფოთი, წალენჯიხა, მესტია, სამტრედია, ქუთაისი, ბაღდათი, ცაგერი, ლენტეხი, ლანჩხუთი, ქობულეთი, ახალქალაქი, ონი, ამბროლაური, ჩოხატაური, ოზურგეთი, დედოფლისწყარო, ქედა, ბათუმი, გორი, თელავი, ხულო, შუახევი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები