დონალდ ტრამპმა სირიაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმებს იდეალურად განხორციელებული უწოდა

დონალდ ტრამპმა ამერიკის და მისი მოკავშირეების მიერ სირიაზე განხორციელებულ საჰაერო დარტყმაზე კომენტარი გააკეთა და იდეალურად შესრულებული უწოდა. მან ასევე განაცხადა, რომ ამ დარტყმებით „მისია შესრულებულად“ შეიძლება ჩაითვალოს.
ამერიკამ, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამ სახელმწიფო ობიექტზე მიიტანეს იერიში. მათი მტკიცებით, სწორედ აქ მზადდებოდა ქიმიური იარაღი. სირიაზე საჰაერო შეტევა ამერიკამ და მისმა მოკავშირეებმა სირიის ქალაქ დოუმაში მომხდარი ქიმიური შეტევის საპასუხოდ განახორციელეს.
რუსეთმა სირიაზე განხორციელებული საჰაერო იერიში დაგმო და განაცხადა, რომ თუ რომელიმე რაკეტას რუსეთის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ მიმართავენ, ის საპასუხო მოქმედებებისთვის მზადაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები