გოჩა ენუქიძე: ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა მასშტაბურ სახეს იძენს

იერუსალიმში თბილისის მერ კახა კალაძესა და იერუსალიმის მერ ნირ ბარკატს შორის გამართულ შეხვედრას, “ქართული ოცნება – ძლიერი ეკონომიკის” თავმჯდომარე გოჩა ენუქიძე დადებითად აფასებს. მისი თქმით, ქართველებისა და ებრაელების მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა მასშტაბურ სახეს იძენს, რაც მოიცავს თანამშრომლობას, ეკონომიკური, კულტურული, საინვესტიციო და ტურისტული მიმართულებით.
„დედაქალაქისთვის მნიშვნელოვანია ისეთი წარმატებული ქალაქების გამოცდილების გაზიარება, როგორიცაა იერუსალიმი და თელავივი. შეხვედრაზე დაგეგმილი რიგი ღონისძიებები მნიშვნელოვან როლს შეიტანს ქვეყნის წინსვლის პროცესში. ძალიან ღირებულია, ამ მრავალსაუკუნოვან მეგობრობასთან ერთად, გრძელვადიანი, მდგრადი და მრავალპროფილური თანამშრომლობის სურვილი, რომელიც დადებითად აისახება ქვეყნის და დედაქალაქის ეკონომიკურ განვითარებაზე“, – განაცხადა გოჩა ენუქიძემ.
იერუსალიმში თბილისის მერ კახა კალაძესა და იერუსალიმის მერ ნირ ბარკატს შორის გამართულ შეხვედრას საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ესწრებოდა. იერუსალიმში გამართულ შეხვედრაზე ქართული და ებრაული მხარეების მიერ ერთობლივი ბიზნესფორუმი დაიგეგმა, რომელიც უახლოეს მომავალში თბილისში გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები