„საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს მცირე, საშუალო და სტარტაპ-ბიზნესის განვითარებას“

საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთ ფინანსურ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე, საშუალო და სტარტაპ-ბიზნესის განვითარებას – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბახტაძემ აღნიშნა, ფინანსების არარსებობის გამო, არცერთი ბიზნესიდეა, პროექტი არ უნდა დაიკარგოს.

მისი თქმით, ამ მიზნის განხორციელებისთვის მნიშვნელოვანია პროცესში ბანკების ჩართულობა.

„ჩვენ, საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ისეთ ფინანსურ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოში მცირე, საშუალო და სტარტაპ-ბიზნესის განვითარებას, მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას – ეს არის სიღარიბის დამარცხება, სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები