მამუკა ბახტაძე: სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება (ვიდეო)

დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ პროექტები, იდეები ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა გართულებულია, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ განუცხადა.

მინისტრის თქმით, სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ ამ კუთხით, არანაირი წინაღობა არ არსებობდეს.

„საბანკო სექტორი ჩვენი ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მნიშვნელოვანი სექტორია, ამ სექტორის წარმომადგენლები წარმოდგენილნი არიან მსოფლიოს წამყვან საფონდო ბირჟებზე და, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის, მაგრამ აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, სხვა სექტორებშიც სწრაფი ზრდა გვქონდეს. დღეს გვაქვს ის მოცემულობა, რომ პროექტები, იდეები, ხშირ შემთხვევაში ვერ ხორციელდება იმ მიზეზის გამო, რომ სასტარტო კაპიტალზე წვდომა გართულებულია. აქედან გამომდინარე, ჩვენი სასტარტო კაპიტალის რეფორმის იდეა მდგომარეობს იმაში, რომ არ არსებობდეს არანაირი წინაღობა იმისთვის, რომ კონკურენტურანიანი პროექტები და იდეები განხორციელდეს ჩვენს ეკონომიკაში. შესაბამისად ჩვენ, საბანკო სექტორთან ერთად, შევიმუშავებთ ისეთ თამაშის წესებს, ისეთ ფინანსურ მექანიზმებს, რომლებიც ხელს შეუწყობს კიდევ უფრო მეტად საქართველოში მცირე, საშუალო და სტარტაპ-ბიზნესის განვითარებას, მე მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკის მთავარ ამოცანას – ეს არის სიღარიბის დამარცხება, სიღარიბის დამარცხების ერთადერთი გზა არის მცირე და საშუალო ბიზნესის წახალისება. დარწმუნებული ვარ, რომ ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოში სიღარიბეს აუცილებლად დავამარცხებთ“, -განუცხადა ჟურნალისტებს მამუკა ბახტაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები