საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მზად არის “სტარტაპების” პროგრამებში ჩაერთოს

საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი კახა კიკნაველიძე ფინანსთა მინისტრის გუშინდელ განცხადებას ეხმაურება.

ბანკის დირექტორი აღიარებს, რომ „სტარტაპების” პროგრამის დაფინანსება მართლაც პრობლემურია ბანკებისთვის.
რაც შეეხება ინფორმაციას, რომ ფინანსთა სამინისტროს მხრიდან იყო პირდაპირი მოთხოვნა განაკვეთების თაობაზე, საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი ამ ინფორმაციას უარყოფს.
თუმცა, აღნიშნავს, რომ საპროცენტო განაკვეთები საქართველოში მართლაც მაღალია, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებში.
მისივე თქმით, ეს რეალობაა, მაგრამ არსებული საპროცენტო განაკვეთები, მისი აზრით, სხვა ქვეყნებთან შესადარისია.
რაც შეეხება ფინანსთა მინისტრის ინიციატივას „სასტარტო პროგრამის“ კაპიტალის რეფორმასთან დაკავშირებით, კახა კიკნაველიძე დადებითად აფასებს და მასში ჩართულობის სურვლის გამოთქვამს.

“მე მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს ინიციატივაც, რომელიც სასტარტო კაპიტალის დაფინანსებას შეეხება, ხელს შეუწყობს „სტარტაპების პროგრამების“ განვითარებას და ჩვენ გვინდა, აქტიურად მივიღოთ მონაწილეობა”, – აღნიშნავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები