მიხეილ დუნდუა: მამუკა ბახტაძემ ძალიან საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა

სასტარტო კაპიტალთან დაკავშირებით, ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივას, ექსპერტი მიხეილ დუნდუა დადებითად აფასებს.

შესაბამისი განცხადება დუნდუამ ტელეკომპანია „იბერიას“ ეთერში გააკეთა და ის სქემა განმარტა, რომლითაც მისი ინფორმაციით, პროექტი უნდა წარიმართოს.

„მე მკვლევარი ვარ და მაქვს ინფორმაცია კვლევაზე, რომელიც მუშავდება. ძალიან საინტერესო ინიციატივა წარმოადგინა მამუკა ბახტაძემ, რომელიც სწორედ ევროატლანტიკურ სივრცეში აპრობირებული პრაქტიკის საქართველოში დანერგვას გულისხმობს, – ეს არის დახმარება სტარტაპერებისათვის, დახმარება მცირე და საშუალო მეწარმეებისათვის, რათა მათთვის ფინანსები ხელმისაწვდომი გახდეს. დაახლოებით სქემას ვიტყვი, თუ როგორ უნდა წარიმართოს ეს პროცესი, განსხვავებული პარამეტრები შეიძლება მთავრობამ გააცხადოს, როდესაც ამისი დრო დადგება, მაგრამ ინფორმაცია, რაც პირველ ეტაპზე გვაქვს, შემდგომია: ნახევარ მილიონ ლარამდე სესხის 50%-ს ბანკი დაამტკიცებს, ბანკი მოიწონებს პროექტს, შემდეგ 45%-ს საპარტნიორო ფონდი გამოყოფს და მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობა ექნება სესხის ამღებს. ამასთან მნიშვნელოვანია, თან მომგებიანობის ოდენობას მოითხოვს არა 15,18%-ს როგორც ეს არის დამკვიდრებული, არამედ 5-7 % ოდენობით კაპიტალთან მიმართებით, რაც დიდი შეღავათია.
საბოლოოდ მივიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ დღეს თუ მაგალითად ეკონომიკურ ზრდაში დაახლოებით 300 კომპანია მონაწილეობს, ეკონომიკური ზრდის კომპონენტში 60% ექნება მცირე და საშუალო მეწარმეობას“, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები