ქართული ანიმაციური ფილმი „ჯინო” ინდოეთში გრან-პრის მფლობელი გახდა

ქართული მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი „ჯინო” ინდოეთის საერთაშორისო საბავშვო ფილმების ფესტივალზე გრან – პრის მფლობელი გახდა. იგი ფესტივალის საუკეთესო ანიმაციურ ფილმად აღიარეს.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, „ჯინო” პირველი ქართული 3D ანიმაციაა, რომელიც ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა.
იგი გომბეშო ჯინოსა და მისი მეზობლების თავგადასავალზე მოგვითხრობს, რომლებიც ტბის გარშემო დაწყებული მშენებლობის გამო იძულებული ხდებიან, დაივიწყონ განსხვავებული შეხედულებები და ერთად იბრძოლონ საერთო საქმისთვის – სახლის გადასარჩენად.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები