მიხეილ დუნდუა: ბიზნესსექტორი უნდა იყოს საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშემწყობი

ეკონომისტმა, მიხეილ დუნდუამ პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა დადებითად შეაფასა. როგორც მან აღნიშნა, ბიზნესსექტორი, დამუხრუჭების ნაცვლად, უნდა იყოს ლოკომოტივი ეკონომიკის. მისივე თქმით, ეს ალტერნატივა, პირველ რიგში, მცირე და საშუალო მეწარმეებისთვის იქნება ხელსაყრელი, რაც შემდგომ ეკონომიკის ზრდაზეც აისახება.

“ბიზნესსექტორი უნდა იყოს საშუალო და მცირე მეწარმეების ხელშემწყობი და ლოკომოტივი ეკონომიკის, ნაცვლად დამუხრუჭებისა. ძალიან საინტერესო პროგრამაა დაანონსებული ფინანსთა მინისტრის მხრიდან, მხოლოდ 5%-იანი თანამონაწილეობა იქნება საჭირო კერძო სექტორის, 50% ბაკის მხრიდან და 45% საპარტნიორო ფონდის მხრიდან. უზრუნველყოფას განახორციელებს სახელმწიფო. მთლიანი შიდა პროდუქტის 1% იქნება ამისთვის გათვალისწინებული, რაც დაეხმარება მცირე და საშუალო მეწარმეების რაოდენობრივად გაზრდას. პირველ რიგში მათთვისაა ეს ხელსაყრელი. ეკონომიკისთვის კი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა და ყოველწლიურად მზარდი იქნება”, – განაცხადა მიხეილ დუნდუამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა, ფინანსთა სამინისტროსთან ერთად, “სასტარტო კაპიტალით უზრუნველყოფის რეფორმას” იწყებს. კერძოდ, მთავრობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის, – შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში გააკეთა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. როგორც მამუკა ბახტაძემ განაცხადა, საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა ბახტაძის თქმით, ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები