მთავრობა მზად არის, ქარზმანის მოსახლეობას დაეხმაროს

მთავრობა მზად არის, ქარზმანის მოსახლეობას დაეხმაროს, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, საოკუპაციო რეჟიმი თანამშრომლობაზე არ მოდის.
“ქარზმანი, მოგეხსენებათ, ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და იოლი არ არის დახმარება. საჭიროა საოკუპაციო რეჟიმთან თანამშრომლობა ამ მიმართულებით. ჩვენგან დახმარების მოთხოვნა ცოტა არ იყოს უცნაურია, ვინაიდან მათ უნდა მოახდინონ საოკუპაციო რეჟიმზე ზემოქმედება, რომ ისინი თანახმანი იყვნენ ჩვენს დახმარებაზე. ჩვენ ნამდვილად მზად ვართ, დავეხმაროთ. საამისო ყველანაირი საშუალება გვაქვს და, საუბედუროდ, საოკუპაციო რეჟიმი ამ თანამშრომლობაზე არ მოდის”, – განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ იმ ინფორმაციის კომენტირებისას, რომლის თანახმადაც ქარზმანის მოსახლეობა საქართველოს ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები