დოკუმენტური ფილმის – „აფხაზეთი ათი წლის შემდეგ“ ჩვენება გაიმართება

18 აპრილს, 17:00 საათზე, „კავკასიურ სახლში“ ფილმის – „აფხაზეთი ათი წლის შემდეგ“ ჩვენება გაიმართება.
როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, ფილმი 2003 წელს „კავკასიური სახლის“ ვიდეოსტუდიამ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალური ბიუროსა და საქართველოში გაეროს წარმომადგენლობის დახმარებით გადაიღო.
ორგანიზაციის თანამშრომლებმა იმოგზაურეს აფხაზეთის მთელს ტერიტორიაზე, ჩაწერეს ადგილობრივი მცხოვრებლები, პოლიტიკური და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები. ფილმში ასახულია ჩვენი თანამოქალაქეების ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, მათი განწყობები და მოლოდინები.
ჩვენების დასრულების შემდეგ შედგება დისკუსია, რომელსაც ფილმის ავტორი, მთარგმნელი და გერმანისტი, „კავკასიური სახლის“ თანამშრომელი მიხეილ ბეროშვილი გაუძღვება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები