ტატო ხუნდაძე: საბანკო სექტორი თავად გადაიქცა ბიზნესის მწარმოებლად

საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსის ტატო ხუნდაძის განცხადებით, ის რომ საბანკო სექტორი ქართული ეკონომიკის მუხრუჭია, დადასტურებულია არაერთი კვლევით.
,,ფინანსთა მინისტრის განცხადება მისასალმებელია. ნამდვილად, წლებია საბანკო სექტორი გადაიქცა მართლაც მუხრუჭად ქართული ეკონომიკისთვის და ეს დადასტურებულია არაერთი კვლევით. მაგალითად, გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში უკვე წლებია, ფინანსებზე ხელმისაწვდომობა სახელდება ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემად ქართული ეკონომიკისთვის. ქართველი ბიზნესმენებიც აფიქსირებენ ამ პოზიციას, იმიტომ რომ ეს კვლევა ეფუძნება მათ შორის ბიზნესის გამოკითხვას, მთავარი პრობლემაა ის, რომ საბანკო სფერო არის მეტისმეტად მონოპოლიზებული, ოლიგოპოლია ფაქტობრივად. ორი ძირითადი ბანკია წარმოდგენილი ბაზარზე და ბანკები უკვე გადავიდნენ ეკონომიკის სხვა სფეროებში, რაც თავისთავად ცხადია, კლავს კონკურენციას”, -აცხადებს ანალიტიკოსი.
მისივე თქმით, საბანკო სექტორი თავად გადაიქცა ბიზნესის მწარმოებლად და სხვა ბიზნესებს არ აძლევს განვითარების საშუალებას.
,,საბანკო სექტორი, რომელიც უნდა წარმოადგენდეს ეკონომიკის მოტორს და უნდა იყოს ბიზნესისთვის ფინანსების მომწოდებელი, თავად გადაიქცა ბიზნესის მწარმოებლად და სხვა ბიზნესებს არ აძლევს საშუალებას იმისას, რომ თავად აწარმოონ ბიზნესი. ეს არის უმთავრესი პრობლემა. ეს ერთი საკითხია, მეორე, კი ისაა რომ თავად ამხელა ბანკების არსებობა შეიცავს სისტემურ რისკებს. თუ მოხდება კრიზისი, ისეთი როგორიც იყო 2008 წელს, ეს ჩაიყოლებს მთლიანად ეკონომიკას, იმიტომ რომ ორი ბანკის კრიზისი იქნება მთლიანად ეკონომიკის კრიზისი. აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ გადაიდგას შესაბამისი ნაბიჯები, საბანკო სფერო გახდეს უფრო გამჭირვალე, შევიდნენ ახალი აქტორები და უფრო დივერსიფიცირებული გახდეს, რაც შესაძლებელს გახდის იმას, რომ ფინანსები გახდეს უფრო ხეწლმისაწვდომი ბიზნესისთვის”, – განაცხადა საზოგადოებრივი მაუწყებლის ანალიტიკოსმა ტატო ხუნდაძემ.
ეკონომიკის დივერსიფიკაციისთვის მთავარ ხელშემშლელ ფაქტორად საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ კაპიტალთან წვდომის საყოველთაო შეზღუდვა დაასახელა და კაპიტალზე მიუწვდომლობაში ბანკების უარყოფით როლზე მიანიშნა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები