მამუკა ბახტაძე: სასტარტო კაპიტალის პროგრამის ბენეფიციარი რამდენიმე ჯგუფი იქნება, მათ შორის ემიგრანტებიც

დავამუშავეთ პროექტი, რომელსაც რამდენიმე მიმართულებით ეყოლება ბენეფიციარები – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს სასტარტო კაპიტალის პროგრამასთან დაკავშირებით განუცხადა.
მისი თქმით, პროგრამის ბენეფიციარი რამდენიმე ჯგუფი იქნება, მათ შორის ემიგრანტებიც.
“ჩვენი რეფორმის ფარგლებში, რასაც ვგეგმავთ, უნდა მოხდეს სასტარტო კაპიტალის მიწოდება მათ შორის ფინანსური სექტორის ჩათვლით. ის საპროცენტო განაკვეთები, რაც დღეს არის, ხელს უშლის მეწარმეობის მასშტაბურ განვითარებას ქვეყანაში. აქედან გამომდინარე, დავამუშავეთ პროექტი, რომელსაც რამდენიმე მიმართულებით ეყოლება ბენეფიციარები. პირველ ყოვლისა ვგულისხმობთ მცირე მეწარმეებს, რეგიონალურ განვითარებას და ახალგაზრდა სტარტაპერებს. ასევე იქნება სპეციალური პროგრამა ჩვენი ემიგრანტებისთვის, რომელთაც შეეძლებათ თავიანთი გამოცდილებისა და ადამიანური კაპიტალის რეალიზაცია საქართველოში მოახდინონ”, – განაცხადა ბახტაძემ.
მისი თქმით, მთავრობის მიზანი სიღარიბის დამარცხებაა.
“ამის ყველაზე მარტივი ფორმულა მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარებაა“, -აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა. მთავ​რობა მეწარმეებისთვის მაღალპროცენტიანი სესხების ალტერნატივას ქმნის – შესაბამისი განცხადება ფინანსთა მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ტექნოპარკში გააკეთა, სადაც „ციფრული აბრეშუმის გზის“ პროექტის განხორციელებაში ხელშეწყობის მიზნით, ფინანსთა სამინისტროს, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტსა და კომპანია „Microsoft”-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები