თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცველები იყვნენ მობილიზებული.
არსებული ინფორმაციით, მიზეზი საეჭვო ჩანთა იყო, რომელიც როგორც შემდეგ გაირკვა, ერთ-ერთ ტურისტს ეკუთვნოდა.

თვითმხილველების ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე იპოვეს საეჭვო ჩანთა, რის გამოც ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

როგორც შსს-ში აცხადებენ, ინციდენტი ამოწურულია და აეროპორტი მგზავრებს შეფერხების გარეშე ემსახურება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები