ქვეყანაში საქართველოს ჯარის საქმიანობას ყველაზე დადებითად აფასებენ

NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე დადებითად საქართველოს ჯარის საქმიანობას აფასებს. ხოლო ამავე კატეგორიაში მეორე ადგილს პოლიცია იკავებს.
შეკითხვაზე: “როგორ შეაფასებდით ქვემოთ ჩამოთვლილ ინსტიტუციათა საქმიანობას?” – რესპონდენტთა 6 პროცენტი ჯართან მიმართებაში ირჩევს კატეგორიას “ძალიან კარგად”, 55 პროცენტი კატეგორიას “კარგად”, 29 პროცენტი საქართველოს შეიარაღებული ძალების საქმიანობას საშუალოდ, 2 პროცენტი კი “ცუდად” აფასებს. დანარჩენი რაოდენობა მოდის კატეგორიაზე “ძალიან ცუდად”, “არ ვიცი”, “უარი პასუხზე”.
საქართველოს პოლიციის საქმიანობას “ძალიან კარგად” 4 პროცენტი, “კარგად” 47 პროცენტი, “ცუდად” კი 37 პროცენტი აფასებს.
რეიტინგში მომდევნო ადგილებს შემდეგი ინსტიტუტები ასე ინაწილებენ: ცესკო – “ძალიან კარგად” – 1 პროცენტი, “კარგად” – 21 პროცენტი, “საშუალოდ” 50 პროცენტი, სახალხო დამცველი – “ძალიან კარგად” 1 პროცენტი, “კარგად” 11 პროცენტი, “საშუალოდ” – 49 პროცენტი. პარლამენტი – “ძალიან კარგად” 1 პროცენტი, “კარგად” 13 პროცენტი, “საშუალოდ” 60 პროცენტი.
მთავარი პროკურატურის საქმიანობას “ძალიან კარგად” არც ერთი გამოკითხული არ აფასებს, კატეგორიას “კარგად” ირჩევს 11 პროცენტი, “საშუალოდ” კი 46 პროცენტი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური – კატეგორიის “ძალიან კარგად” მაჩვენებელია 0 პროცენტი, “კარგად” 6 პროცენტი და “საშუალოდ” 38 პროცენტი. სასამართლოების საქმიანობას “ძალიან კარგად” გამოკითხულთა 1 პროცენტი აფასებს, “კარგად” 12 პროცენტი და “საშუალოდ” 54 პროცენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები