ლარი მცირედით გამყარდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0029 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.4008 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.4037 ლარი ღირდა.
0.0091 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.9712 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9621 ლარი იყო.