კანადაში ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრები ავარიაში მოჰყვა – დაღუპულია 14 სპორტსმენი
კანადაში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ჰოკეის ახალგაზრდული ნაკრების 14 სპორტსმენი დაიღუპა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სამგზავრო ავტობუსი, რომელშიც “ჰამბოლდტ ბრონკოსის” სპორტსმენები იმყოფებოდნენ, სასკაჩევანის რეგიონში სატვირთოს შეეჯახა. ავტობუსში სულ 28 ადამიანი იმყოფებოდა. ტრაგედიის შედეგად, 14 მათგანი დაიღუპა, დანარჩენი 14 კი საავადმყოფოებში ვერტმფრენებით გადაიყვანეს. სამი დაშავებული კრიტიკულ მდგომარეობაშია.
ჰოკეის ახალგაზრდულ ნაკრებში 16-დან 21 წლამდე სპორტსმენები ირიცხებოდნენ. ავარიის დროს ისინი მატჩზე მიემგზავრებოდნენ. მომხდართან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება.