ელექტროანძიდან მამაკაცი გადმოხტა
სანაპიროზე ელექტროანძიდან მამაკაცი გადმოხტა.
ანძიდან გადმოხტომით იგი რამდენიმე ხნის განმავლობაში იმუქრებოდა. მამაკაცი სპეციალურ ბალიშზე დაეცა, რომელიც სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა წინასწარ პრევენციის მიზნით გაშალეს.
მამაკაცის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის ბალიშიდან საკუთარი ფეხით გადმოვიდა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასწრაფოს მანქანაში ჩასვა, სადაც მის ჯანმრთელობის მდგომარეობას შეამოწმებენ და შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.
მამაკაცი ანძაზე დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში იმყოფებოდა და ჟურნალისტებთან შეხვედრას ითხოვდა.