ირაკლი პეტრიაშვილი პრემიერს მიმართავს
საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართავს, რომელსაც “კვირას” უცვლელად გთავაზობთ:
“ირაკლი პეტრიაშვილი გიორგი კვირიკაშვილს მიმართავს და მისგან სოციალური პარტნიორობის სამმხრივი კომისიის სასწრაფო მოწვევას ითხოვს, რომელზეც გიორგი კვირიკაშვილს ტყიბულში შექმნილი უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავლის შესახებ პროფკავშირების მიერ შემუშავებულ გეგმას გააცნობს, აუცილებლად გასატარებელი სახელმწიფო პროგრამის შესახებ.
პროგრამა ითვალისწინებს დასაქმებულთა უსაფრთხოების და შრომითი უფლებების უზრუნველსაყოფად სპეციალური აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და მათთვის ყველა საჭირო პირობის შექმნას, ასევე ბიზნესი მხარდაჭერას ხელისუფლებისგან, შექმნილი მძიმე ვითარების სწრაფი გამოსწორების და განვითარებისთვის. ირაკლი პეტრიაშვილი სპეციალურ წერილს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გენერალურ დირექტორს გაი რაიდერსაც უგზავნის, ტყიბულში არსებულ ურთულეს ვითარებას აღწერს და მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებით შსო-ს ექსპერტების მიერ მოკვლევის ჩატარებას და დასკვნის მომზადებას ითხოვს, იმის შესახებ თუ რამდენადაა დასაშვები შახტების ფუნქციონირება და რა ქმედებებია განსახორციელებელი შახტების რეაბილიტაციისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.