სტამბოლის საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა

თურქეთში, სტამბოლის ბეიოღლუს რაიონში მდებარე მრავალსართულიან საავადმყოფოში ხანძარი გაჩნდა. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ხანძარი სახურავზე გაჩნდა და ეტაპობრივად გავრცელდა სხვა სართულებზეც. შენობიდან პაციენტებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა.
დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია, ამ დროისთვის, არ არის ცნობილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები