ლარი მცირედით გაუფასურდა
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარის ღირებულებამ 2.4011 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.3912 ლარი იყო.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.9474 ლარია. დღეს მოქმედი კურსი 2.9364 ლარს შეადგენდა.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ხვალიდან შევა ძალაში.