გურამ მაჭარაშვილი: ვფიქრობ, საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიცია საერთო კანდიდატზე ვერ შეჯერდება

“საპრეზიდენტო არჩევნებზე „ქართული ოცნება“ მობილიზებული იქნება. კანდიდატიც იქნება შესაბამისად ისეთი, რომელიც უპირობოდ გაიმარჯვებს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა, გურამ მაჭარაშვილმა პორტალ “კვირას” პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე წინასაარჩევნო პროცესებზე საუბრისას განაცხადა.
რაც შეეხება ოპოზიციის საერთო კანდიდატზე შეჯერებას, როგორც მან განმარტა, ისინი ამის მობილიზებას ვერ მოახდენენ.
“რაც შეეხება ოპოზიციის საერთო კანდიდატს, ვფიქრობ, რომ ისინი ვერ მოახდენენ ამის მობილიზებას, გამომდინარე იქიდან, რომ ოპონენტი პარტიები სხვადასხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე არიან, მეეჭვება შეჯერდნენ ერთ კანდიდატზე, რომელსაც ოპოზიციის მხარდაჭერა ექნება. თუმცა, „ქართული ოცნებისთვის“ კანდიდატების რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან იმის სერიოზული საშიშროება არ არსებობს, რომ ჩვენ კანდიდატს ვინმემ სერიოზული კონკურენცია გაუწიოს”, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა და ისიც აღნიშნა, რომ შიდა კონსულტაციები დაწყებულია, მაგრამ მკვეთრი გადაწყვეტილება რომელიმე მათგანის მიმართ, ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები