ლარი გამყარებას განაგრძობს

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც, ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში 0.0017 პუნქტით გამყარდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.3912 გახდა. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.3929 ლარი ღირდა. 0.0054 პუნქტით გამყარდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებაში და მისი ღირებულება 2.9364 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 2.9418 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები